ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩაზე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე – კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სატყეოს ქუჩა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირდათ, განსაკუთრებით – უხვი ნალექის დროს. სამუშაოების შედეგად, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში დისკომფორტს აღარ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, გზის საფარი კაპიტალურად 13 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.
ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები, ხოლო ბორდიური 2 900 გრძივ მეტრზე მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტი, მთაწმინდის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ – შპს „პარმამ“ განახორციელა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 800 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები