ნივთი, რომელიც სსრკ-ს თითქმის ყველა ოჯახში იყო – კერამიკული „თევზების“ ქართული ისტორია
თუკი თქვენ საბჭოთა კავშირს მოესწარით ან პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ცხოვრობთ, მაშინ, ალბათ, სულ მცირე, გინახავთ მაინც კერამიკული „თევზების“ ნაკრები. 70-იან და 80-იან წლებში ისინი ამაყად „იდგნენ“ თითქმის ყველა საბჭოთა ოჯახის „სერვატნში“. ზოგიერთ ოჯახში ის დღემდეა შემონახული.
მიუხედავად კერამიკული „თევზებისადმი“ საყოველთაო სიყვარულისა, ცოტა ვინმემ თუ იცის მათი ისტორია და დანიშნულება. როგორც აღმოჩნდა, თევზი-დოქი და ექვსი პატარა თევზი-ჭიქა – ეს ლიქიორის ნაკრებია. ძნელი სათქმელია, მოიხმარდა თუ არა ვინმე მას დანიშნულებისამებრ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ასეც იყო. ხშირ შემთხვევაში, მას მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით იყენებდნენ.
ამ ნაკრების ისტორია, რომელიც 1955 წელს იწყება, ძალიან საინტერესოა. ქართველმა ხელოვანმა, აბესალომ ბარამიძემ წარადგინა თევზების ფორმის კარაფი. კერამიკული თევზები დაამზადეს რიგის ფაიფურის ქარხანაში. მაშინ ის ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი ნაკრები იყო. ბარამიძის ორიგინალური პროდუქტი წარმოადგენდა თევზ-კარაფს და თევზ-ჭიქებს.
ყველაფერი ეს კერამიკულ ლანკარზე იდო. ქართველი კერამიკოსის ნამუშევარი ყველას ძალიან მოსწონდა, ამიტომ ის იაპონიაში გაგზავნეს საერთაშორისო გამოფენაზე 1958 წელს. ის იაპონიაშიც შესაბამისად შეაფასეს.
საინტერესოა, რომ ზოგიერთ კატალოგში „თევზების“ ავტორს უწოდებენ მერი ბარამიძეს, რომელიც ხელოვან აბესალომ ბარამიძეს მეუღლეა. მას მეუღლის ბევრ ნამუშევარს მიაწერენ ხოლმე და ამაში არაფერია გასაკვირი. შესაძლოა, სწორად ქალმა ითამაშა საკვანძო როლი ამ ნამუშევრის შექმნაში. 1957-1963 წლებში ის თავისი მეუღლის თანამშრომელი იყო.
იაპონიაში წარმატებული გამოფენის შემდეგ „თევზები“ ყველას დაავიწყდა, ხოლო 1962 წელს ნიკოლაი ბობიკმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქა. მან ბარამიძის კარაფის ასლი შექმნა, შეიტანა რიგი ცვლილებები და ღვინის ნაკრებისგან ლიქიორის ნაკრებად გარდაქმნა. მისი წარმოება შემდეგ პოლონეს ქარხანაში, უკრაინაში დაიწყო, რომელიც პოპულარული გახდა. მას შემდეგ ეს ნაკრები ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც გვხვდება.
კერამიკული შედევრის გავრცელების ისტორია ძალიან ბანალურია. ლიქიორის ნაკრები მრავალი წელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარი იყო. მას ახალმოსახლეობის, ქორწილის, დაბადების დღის, პროფესიული დღესასწაულის და სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ჩუქნიდნენ ერთმანეთს ადამიანები.