რა ბედი ეწია ორ ობოლ ბავშვს „ტიტანიკიდან“ – დაუჯერებელი ისტორია

უკვე ას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ყველასათვის ცნობილი „ტიტანიკი“ ჩაიძირა. ამ მოვლენის დავიწყება დღემდე რთულია, ვინაიდან ამ კატასტროფაში გადარჩენა ცოტა ადამიანმა თუ მოახერხა. მათ შორის იყო ორი პატარა ბავშვიც, რომელთაც ჯერ კიდევ ცუდად ესმოდათ, თუ რა ხდებოდა ირგვლივ, მაგრამ ძალიან ეშინოდათ შექმნილი პანიკის.

მათ მამა იხუტებდა და ბავშვების გადარჩენას ცდილობდა, როდესაც უეცრად ნავში ახალგაზრდა ქალი დაინახა. იმ მომენტში სრულიად გაუაზრებლად მან გოგონას თავისი შვილები მიაწოდა, ხოლო თვითონ მამაცად დარჩა გემზე.

ასე აღმოჩნდნენ ლუი და ლოლა შეშინებული უცნობი ხალხის გარემოცვაში, სრულიად მარტონი. ეს ისტორია ზუსტად იმ გოგონამ მოჰყვა, რომელმაც სამუდამოდ დაიმახსოვრა ბავშვების მამის მოწყენილი, შემავედრებელი მზერა. იმ მომენტში მან იგრძნო, რომ ვერ დატოვებდა ამ ბავშვებს.

მას მარგარეტ ჰეისი ერქვა. სახლში დაბრუნებისას მან ბავშვები თავისთან დაიტოვა, სანამ ერთი თვის მერე მათი დედა არ გამოჩნდა. მან ბავშვების ფოტო გაზეთში ნახა და მაშინვე იპოვა ისინი.

აღმოჩნდა, რომ მათი ისტორია გაცილებით საინტერესოა, თავად ყველაზე საინტერესო თავგადასავალზე მეტადაც კი. სინამდვილეში, ბავშვებს ერქვათ მიშელი და ედმონდი. ისინი მკერავი მიხაის და ლამაზმანი იტალიელი მარჩელეს შვილები იყვნენ.

შეყვარებულთა გრძნობები არც ისე მყარი აღმოჩნდა. როდესაც მიხაის ბიზნესი გაკოტრდა, ამან ჩხუბი და შემდეგ განქორწინებაც გამოიწვია, რის შედეგადაც ბავშვები დედასთან დარჩნენ.

ცხადია, მამას ისინი დასვენების დღეებში თავისთან მიჰყავდა, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო, მან გადაწყვიტა, შვილები ჩუმად ამერიკაში წაეყვანა. იმისთვის, რომ შვილებთან არ დაეშორებინათ, მიხაიმ ბილეთები მეგობრის გვარზე იყიდა და შვილებს გამოგონილი სახელები შეარქვა – ლუი და ლოლა.

ზოგიერთი მომენტი უფროს ვაჟს დაამახსოვრდა, მაგალითად, როგორ თამაშობდნენ გემბანზე ან როგორ ზრუნავდა მამა მათზე და როგორ დაემშვიდობა სამუდამოდ….

ის ბოლო მომენტამდე თავს იკავებდა, ზრუნავდა იმაზე, რომ უფრო თბილად ჩაეცვა ბავშვებს, რათა არ შეციებოდათ ნავში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პატარა ბიჭს დაამახსოვრდა, იყო მამის ბოლო სიტყვები.

„გადაეცი დედას, რომ მე ის მიყვარს. მე იმედი მქონდა, რომ ამერიკაში კვლავ ერთად ვიქნებოდით“.

მათი აღმოჩენის შემდეგ დედამ ისინი მაშინვე წაიყვანა. ბედნიერი ქალი დიდხანს უხდიდა მარგარეტს მადლობას. მომავალში უფროსი ვაჟი დაეუფლა მშენებლის პროფესიას, მაგრამ 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო უმცროსი – პროფესორი გახდა და 92 წლამდე იცხოვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები