ვაშლიჯვარში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, 1 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და რულონური ბალახი დაიგება. ასევე,
დამონტაჟდება LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები