ეროვნულ სასახლეში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბერს დაიაწყება

ეროვნულ სასახლეში სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა, სასწავლო პროცესი, ტრადიციულად, 1-ელ ოქტომბერს განახლდება. ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

“ეროვნული სასახლე გილოცავთ ახალი, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას და 1-ელი ოქტომბრიდან ტრადიციულად გელით!

ეროვნულ სასახლეში მიმდინარე სარესტავრაციო – სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი სხვადასხვა ფორმით -ადგილზე, დისტანციურად და ჰიბრიდულად წარიმართება.

შეგიძლიათ, წინასწარ შეარჩიოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ჯგუფი და წრეები, კლუბები და სააბიტურიენტო პროგრამები, სხვადასხვა მოკლევადიანი კურსი და სერვისები.

ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 15 სექტემბრიდან!

ონლაინ რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული სასახლის ვებგვერდზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები