ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა სარეკორდო მედლები მოიპოვეს
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
“საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული 6 მედალი სარეკორდოა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.