დავით სერგეენკო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

????????????????????????????????????

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და პანდემიაზე რეაგირების ერთიანი მიდგომის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიაზე რეაგირების ერთიანი, ინტეგრირებული ფორმის შემუშავებას, რათა მომავალში, აღნიშნული გამოწვევების წინაშე, ქვეყნები კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაცულნი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები