The Washington Post: კიევის აღების შემთხვევაში ФСБ​-ს ორი მარიონეტული მთავრობა ჰყავდა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, კიევის აღების შემთხვევისთვის, ორ მარიონეტულ მთავრობას განიხილავდა.

ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

გამოცემის თანახმად, ФСБ კოლაბორანტებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, რომელთა შორის წამყვან როლს ასრულებდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ქვეყნიდან გაქცეული, ვიქტორ იანუკოვიჩი და სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, სახალხო დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი.

გამოცემა, მედვედჩუკს  უწოდებს “ოლიგარქს, რომელიც გახდა უკრაინის მთავარი პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რუს დიქტატორთან, ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების შემდეგ”.

გამოცემის თანახმად, იანუკოვიჩი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც ბელორუსში მარტის დასაწყისში შეიკრიბა, კიევში ძალაუფლების დაბრუნების მცდელობისთვის.

მეორე ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ “რეგიონების პარტიის” ყოფილი წევრები, უკრაინის სამხრეთით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიკრიბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები