ქვემო სამგორში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება
სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით; დამონტაჟდა ურნები, საბაღე და საქანელა სკამები; საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მოეწყო ცხოველების გასასეირნებელი სივრცე; დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა. აღნიშნულ მისამართზე კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე, გამწვანების სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
პროექტისთვის, რომელიც გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ალგე ჯგუფი“ შეასრულა, ბიუჯეტიდან 1 407 843 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნენ.