რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს, შენობა მთლიანად დანგრეულია, მსხვერპლისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა კი ამ წუთებში დგინდება.
„ტკივილი მთელი უკრაინისთვის. ტკივილი მთელი ხარკოვისთვის. სარაკეტო იერიში საერთო საცხოვრებელზე. შენობა მთლიანად დანგრეულია. დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობას ვადგენთ. ბოროტი და ცინიკური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს და აგრესორის უძლურების დემონსტრირებას ახდენს. არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“, – წერს ზელენსკი Facebook-ზე.