კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით – 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!