ანრი ოხანაშვილი: პარლამენტში თუ ვინმე შემოვიდოდა, ოპოზიციაში პუფებად მოიხსენიებდნენ, ჩამოყალიბდნენ, პუფები თუ არ არიან, დატოვონ მანდატები
“ამ ადამიანების სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ცალსახაა. როგორც მითხრეს, მელია ბრიფინგზე რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით. როგორც ჩანს, ბელადისგან მიიღო ეს დავალება. ეს ადამიანები იმ პარლამენტში შემოვიდნენ, სადაც „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი, მათი გაგებით რუსული ოცნება და თუ ასე უყურებენ ამ საკითხს, მაშინ რას საქმიანობენ ამ პარლამენტში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურად, საკანონმდებლო დონეზე შემდგომ კონფიგურაციას საზოგადოება გადაწყვეტს.
„რაც შეეხება ამ დაზეპირებული ფრაზებით საუბარს, ეს არის პოლიტიკური პლაგიატი. მელიას პარტიას ჰქვია სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტია, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვასთან. ეს არის პოლიტიკური პლაგიატი, როდესაც მათზე ორგანულად მორგებულ სახელწოდებას, ჩვენთან მიმართებით ამბობენ. ამიტომ, თავი დაანებონ პოლიტიკურ პლაგიატს. თუ მათთვის ასეთი მიუღებელია ჩვენთან პარლამენტში ყოფნა, დატოვონ პარლამენტი, გავიდნენ. ხომ გახსოვთ, პუფებად მოიხსენიებდნენ ერთმანეთს, თუ ვინმე შემოვიდოდა, ჩამოყალიბდნენ ახლა, პოლიტიკური პუფები არიან, თუ არ არიან, სად არიან? რა პარლამენტში საქმიანობენ, მაშინ დატოვონ იყვნენ თანმიმდევრულები, დატოვონ მანდატები. ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს პოლიტიკურად, საკანონმდებლო დონეზე შემდგომ კონფიგურაციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.