გლდანულაში, N7 – 7 ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7 – 7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა.
ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. პროექტისთვის 317 543 ლარი დაიხარჯა. გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი სკვერის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.