გლდანის რაიონში ორი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის IVა მიკრორაიონის N15-16 კორპუსებთან და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის N26 (ყოფილი ხიზაბავრის) საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის შედეგად ორივე სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ორივე სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები