ანრი ოხანაშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის მიმართულებით რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის მიმართულებით რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებით, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება, არ განიხილება. ეს დღეს ჩვენი გუნდის ფარგლებში მსჯელობის საგანი არ არის. თეორიულად, შესაძლებელია ნებისმიერი წესი შეიცვალოს და ასევე, თეორიულად შესაძლებელია, საკანონმდებლო ორგანომ მის ფარგლებში იმსჯელოს. თეორიულად შესაძლებელია, ოდესღაც ვიმსჯელოთ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.