ალუდა ღუდუშაური – გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე: აქ სიტყვების პოვნა ძალიან მძიმეა – ვამაყობ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი გმირი ადამიანები, რომლის თავგანწირვის მაგალითი დღეს ყველამ ვიხილეთ

ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, მძიმე ფაქტია და აქ სიტყვების პოვნა ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუდაურში მომხდარ ტრაგედიას, სადაც რამდენიმე საათის წინ ვერტმფრენი ჩამოვარდა.

„სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს ამ ოჯახებისთვის. ჩვენ ალბათ მოგვიწევს კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე და რეგულაციებზე ფიქრი. ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე და ვამაყობ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი გმირი ადამიანები, რომლის თავგანწირვის მაგალითი დღეს ყველამ ვიხილეთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები