შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი 1-ელი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს აღარ მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი 1-ელი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს აღარ მოემსახურება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ – RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ისანი-სამგორის (გულუას ქუჩა № 4) სერვისცენტრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები