გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2 200 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მერის მოადგილე კახა გულედანმა ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

“პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 21 508 კვ.მ ფართობზე, რისთვისაც 1 333 340,73 ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები