Pfizer-ი “ომიკრონის” ქვევარიანტების წინააღმდეგ ვაქცინის შუალედურ ცდებს იწყებს
კომპანია Pfizer-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოდიფიცირებული ვერსიის ცდები დაიწყო, რომელიც მიმართულია როგორც ვირუსის ორიგინალურ ვერსიაზე, ასევე, “ომიკრონის” BA.2 ქვევარიანტზე.
Reuters-ის ცნობით, ვაქცინა პირველადი შესწავლის პროცესშია.
ექსპერტების შეფასებით, აშშ-ში ბოლო ერთ კვირაში ერთდროულად Omicron-ის BA.4 და BA.5 ქვევარიანტები ცირკულირებენ. მათზე შემთხვევების 95% მოდის.