ცხოვრება 1940-იანების ნიუ-იორკში

8-მილიონიანი ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple).

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.

ქალაქი შედგება ხუთი რაიონისგან (ძვ. სტილით – საგრაფოსგან): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს უტოლდება.

ნიუ-იორკში ყოველწლიურად უამრავი იმიგრანტი ჩამოდის როგორც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისე აშშ-დან. ისინი ამ ქალაქის კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ამჟამად ნიუ-იორკში კრიმინალის ყველაზე დაბალი დონეა სხვა დიდ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით.

შავ-თეთრი ფოტოები, რომელთაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, 1940-იან წლების ნიუ-იორკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. მას ყოველთვის ჰქონდა საკუთარი, განსაკუთრებული შარმი.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები