გლდანის ა მიკრორაიონის N50-52 კორპუსებთან სკვერის მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა  რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის მოწყობის სამუშაოები ა მიკრორაიონის N50-52 კორპუსებთან დაიწყო.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, განთავსდება ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი. ასევე, დაიგება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 150 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და  სკვერის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები