საქართველოში გერმანიის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.
შესაბამის ინფორმაციას ფიშერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი „ტვიტერის“ გვერდზე.