ცემა, ძალადობა და ქიმიური კასტრაცია – პოპ ლეგენდის მძიმე ბავშვობა
მშობელთა უმრავლესობა ცდილობს, საკუთარ შვილს სირთულეები და უსიამოვნო მოვლენები თავიდან აარიდოს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც ცდილობენ, შვილით, ფული გამოიმუშაონ. ხშირად ისინი არაფერზე იხევენ უკან. წვალება კამერის წინაშე, ქიმიური კასტრაცია, შიმშილი – რაზე არიან წამსვლელები მშობლების ფულის გამო?!
მამა მაიკლ ჯექსონისგან კასტრირებულ მომღერალს ზრდიდა
ძველ დროს ბიჭ მომღერლებს კასტრაციას უტარებდნენ, რათა მათი მაღალი და ჟღერადი ხმა შეენარჩუნებინათ. ეს წესი ყველაზე დიდხანს იტალიაში შენარჩუნდა, მაგრამ იქაც მსგავსი რამ მე-19 საუკუნის შუა წლებში აკრძალეს. თუმცა, ჯო ჯექსონს, მაიკლის მამას, ისე ფანატიკურად სურდა საკუთარი შვილებით ფულის შოვნა, რომ ყველაფრისთვის მზად იყო. სქესობრივი ჩამოყალიბების პერიოდში მამა ბიჭს, პოპ მუსიკის მომავალ მეფეს ჰორმონების ინიექციას უტარებდა, თითქოს, ეს მუწუკების წინააღმდეგ კეთდებოდა.
12 წლის ასაკში მაიკლ ჯექსონს ჰორმონალურ ნემსებს უკეთებდნენ, რამაც ქიმიური კასტრაცია გამოიწვია.
მაიკლს მაღალი ხმა შეუნარჩუნდა. სამწუხაროდ, ქიმიური კასტრაცია არ იყო ის ერთადერთი რამ, რასაც დესპოტი მამა აკეთებდა. ცემა ბავშვებისთვის, ფაქტობრივად, დილის ვარჯიშის ჩამნაცვლებელი იყო, ხოლო იმისთვის, რომ მათ სცენაზე არ შერცხვენოდათ, მამა შვილებს აშიშვლებდა.
მაიკლის და, ლა ტოია ჯექსონი, ამტკიცებს, რომ მამა მას აუპატიურებდა. ბავშვობის ტრავმების გამო, ის და მისი ძმა მრავალი წელი ნევროზით იტანჯებოდნენ და სრულფასოვნად ვერ ცხოვრობდნენ. მაიკლ ჯექსონი საკუთარი სხეულის მიუღებლობა ჰქონდა, იკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს და ეძინა ჟანგბადის კამერაში. არ არის გასაკვირი, რომ მან მამას არცერთი ცენტი არ უანდერძა.