გლდანის რაიონში, ორ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო – ორზე კი მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი ზონები ორ მისამართზე დასრულდა, ორ მისამართზე კი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავ რცელებს.

მათივე ცნობით, სივრცეები ითვალისწინებს გასართობი ატრაქციონების, საპარკე სკამების, ნაგვის ურნების განთავსებას, კაუჩუკის საფარის დაგებას, მოაჯირის მოწყობას. საბავშვო ზონები წყალსადენის N7 (ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის“) მიმდებარედ და III მიკრორაიონის N 68ა – 68 ბ კორპუსებთან დასრულდა, გლდანის II მიკრორაიონის N28 და მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N45 კორპუსებთან კი, მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამურად, 228 681 ლარი დაიხარჯება. დასრულებულ სამუშაოებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები