ორი „ისტორიული“ ფოტო, რომელიც გაყალბებულია
იმის მიუხედავად, რომ ფოტოშოპი შედარებით ცოტა ხნის წინ გამოიგონეს, თავად ფოტომონტაჟის ხელოვნება, თითქმის, ორი საუკუნეა, არსებობს. ფოტო, რომელშიც გერმანელი ჯარისკაცი ესვრის საბჭოთაკავშირელ ქალებს ტყვიამფრქვევთან – ძალიან ძველი „ფეიკია“, რომელიც დღესაც პოპულარობით სარგებლობს. მარჯვენა და მარცხენა სურათების შედარებისას შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ საქმე გვაქვს ოსტატურ სიყალბესთან.
კიდევ ერთი „ფეიკი“, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებს უყვართ. ფოტოზე სულაც არ არის ისტორიული კოცნა, რომელიც ასახავს სიყვარულის გამარჯვებას სიძულვილზე. ეს ფოტო ჩვენს დროში ყირიმში, რეკონსტრუქტორთა შეკრებაზეა გადაღებული. მასზე გამოსახულია ცოლ-ქმარი, რომელიც მტრების სამოსში არიან გადაცმული.