კომპანია Novavax-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ევროპაში 2021 წლის დეკემბრიდან გამოიყენება, ახლა უკვე გამოსაყენებლად აშშ-შიც დამტკიცდა.
აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ Novavax-ის ვაქცინის 3,2 მილიონი დოზა შეუკვეთა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მიწოდებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
Novavax-ში იმედოვნებენ, რომ მათი პრეპარატი სკეპტიკოსებს შორის მეტად პოპულარული იქნება, რადგან ის შექმნილია ძველი ტექნოლოგიების შესაბამისად, mRNA ვაქცინებთან შედარებით. პროტეინის ვაქცინები ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა B ჰეპატიტი და გრიპი.
გასულ კვირას ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ამ პრეპარატის პოტენციური გვერდითი ეფექტის სახით ალერგიული რეაქციები დაასახელა, ხოლო პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც გავრცელდება აშშ-ში, იქნება გაფრთხილება, რომ ვაქცინა არ იყოს შეყვანილი პირებზე, რომლებსაც ალერგიული რეაქციები გააჩნიათ.
ამ დრომდე აშშ-ში გამოსაყენებლად დამტკიცებულია Moderna-ს, Pfizer-BioNTech-ის და Johnson & Johnson-ის ვაქცინები, რომლებითაც მოსახლეობის 77%-ზე მეტი სრულად არის აცრილი.