უილიამ ბაკლენდი – ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ჭამა შეეძლო
ყველაზე უსიამოვნო, რაც ბაკლენდს გაუსინჯავს, ეს იყო თხუნელა და ბუზის მსგავსი მწერები. მეცნიერის თქმით, მისი გემოს რეცეპტორებმა, უბრალოდ, უარი თქვეს ასეთი საკვების მიღებაზე. როგორც ამბობენ, ყველაზე უჩვეულო კერძი კი იყო ლუდოვიკო XIV-ს გულის ნაჭერი, რომელიც ბაკლენდმა ჩაკბიჩა მოდურ წვეულებაზე, სადაც სტუმრებს მუმიფიცირებულ გულს აჩვენებდნენ.
თავის ვრცელ კულინარიულ სიაში მეფის გულის შეტანით, ბაკლენდმა, რა თქმა უნდა, გაამართლა საკუთარი რეპუტაცია – მან მართლაც დაამტკიცა, რომ ყველაფრის ჭამა შეუძლია.