„მზის დარტყმა“ – სიცხე, რომელსაც ევროპა საშინელ შედეგებამდე მიჰყავს
უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურისა და მასშტაბური ხანძრების გამო, ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ევროპაში ანომალიური სიცხეა – დიდ ბრიტანეთშიც კი, ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება, მადრიდში დაფიქსირებულია +49 °C, საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს.
ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარს წელს გვალვა ემუქრება, რამაც შეიძლება მოსავლის შემცირება გამოიწვიოს.
პორტუგალიის ქალაქ ლეირიას მაცხოვრებლები მეხანძრეებს სახლებთან ხანძრის დაძლევაში ეხმარებიან.
ელ პონტ დე ვილომარში, ბარსელონას ჩრდილოეთით, ხანძარმა 1600 ჰექტარზე დიდი ტყე გაანადგურა და ორასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
საფრანგეთის ქალაქ ჟირონდაში ტყის ხანძარმა 10 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა.
ფრანგები ამ ხანძარს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდს და საზარელს უწოდებენ.