როგორი იყო ღამის ცხოვრება 1950-იანი წლების ლას-ვეგასში (ფოტოკოლაჟი)

ლას-ვეგასი ყველაზე დასახლებული ქალაქია ნევადის შტატში, აშშ-ში. მას ხშირად მსოფლიოს გართობის ცენტრს უწოდებენ. ის ცნობილია თავისი კაზინოებით, მაღაზიებით, რესტორნებითა და გასართობი ცენტრებით. ლას-ვეგასი დაარსდა 1905 წელს, ხოლო, ოფიციალურად, ქალაქად 1911 წელს გამოცხადდა.

ლას-ვეგასის ცენტრი არის ე.წ. ლას-ვეგასის ხაზი ( Las Vegas Strip ), იგივე ლას-ვეგასის ბულვარი, რომელიც სიგრძეში 6.8 კმ-ია.

1950-იანი წლები ლას-ვეგასის ეპოქისთვის განმსაზღვრელი პერიოდი გახლდათ. ეს იყო ათწლეული, როდესაც ელვის პრესლი, დინ მარტინი, ფრენკ სინატრა და მათი კოლეგები მილიონობით ადამიანთან ერთად იკრიბებოდნენ Las Vegas Strip-ზე. აქ თავს იყრიდნენ მოცეკვავეები, მაფიოზები, გემბლერები და სხვადასხვა ტიპისა და ინტერესის ადამიანები.

ყოველი ახალი სასტუმრო-კაზინოს მფლობელი ცდილობდა, შეეთავაზებინა ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის გასართობი საშუალებები და დაექირავებინა პოპულარული მუსიკოსები, რეჟისორები, სცენის ოსტატები და სხვა პროფესიის ის ადამიანები, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანი იყო მაღალი ხარისხის შოუს მოსაწყობად. ამ ვარსკვლავების ნახვის შემდეგ ტურისტები აგრძელებდნენ აზარტულ თამაშებს, რესტორნებში ძვირიანი კერძების დაგემოვნებას და ფულის ხარჯვას ლას-ვეგასში.

როდესაც ქალაქი აზარტული თამაშების ცენტრად იქცა, უკანონო საქმიანობაც გახშირდა. შედეგად, 1950-60-იან წლებში პრესაში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იწერებოდა აქ მომხდარი მრავალი სკანდალის შესახებ.

ამ პერიოდში ლას-ვეგასს, ყოველწლიურად, მილიონობით ტურისტი სტუმრობდა, რომელიც კაზინოებში ასობით მილიონ დოლარს ტოვებდა.

ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, გადაღებულია სწორედ 1950-იან წლებში LIFE-ის ფოტოგრაფის, ლუმის დინის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები