ძველი ბოინგი და ცხოვრება ტყეში – ისტორია ქალზე, რომელსაც სახლისთვის ფული არ ჰყოფნიდა
ქარბუქმა ჯოს სახლი მიწასთან გაასწორა. ქალი თავზე ჭერის გარეშე დარჩა, მაგრამ არ დაბნეულა და ძალიან იაფად შეიძინა „ჩამოწერილი“ თვითმფრინავი. მან ავიალაინერი ტყის შუაგულში დადგა და საცხოვრებლად იქ გადავიდა. ასე და ამგვარად, ძველი ბოინგი პრემიუმ კლასის საცხოვრებლად გადაკეთდა.
ჯო უსერს თვითმფრინავის ყიდვის იდეა მაშინვე არ გასჩენია. ქალს ფული არ ჰყოფნიდა ყველაზე პატარა, მოკრძალებული ბინისთვისაც კი და საცხოვრებლის ძიებისას სულ უფრო და უფრო შორს მიდიოდა ქალაქიდან. ერთხელაც მისი დახმარება ნათესავმა სცადა – მამაკაცმა, რომელიც ავიაკომპანიაში მუშაობდა.
ზუსტად მან შესთავაზა, შეეძინა „ჩამოწერილი“ ბოინგი. ექსპლუატაციიდან გამოსული თვითმფრინავი ჯოს ორი ათასი დოლარი დაუჯდა.
„ავიაკომპანია იმდენად კეთილი აღმოჩნდა, რომ საკუთარი ხარჯებით მოიტანა თვითმფრინავი ჩემ მიერ მითითებულ ადგილზე. ალბათ, ისინი მოხარულებიც იყვნენ, რომ ძველი თვითმფრინავი მოიშორეს“, -ჰყვება ჯო.
ლაინერის გადაკეთებას რამდენიმე წელი დასჭირდა. სააბაზანო ოთახი განლაგებულია ძველი საპირფარეშოს ადგილას, ტვირთის ადგილი დიდ სათავსოებად გადაკეთდა. თვითმფრინავის ცხვირის ადგილი სპეციალურად არის განთავსებული ტბის თავზე. იქ საძინებელია მოწყობილი, რაც ნამდვილი ფრენის ილუზიას ქმნის.
ყველაფრის გადაკეთებაზე, კომუნიკაციების შეყვანასა და სხვა საქმეებისთვის ჯომ 30 ათასი დოლარი დახარჯა. ეს გაცილებით იაფია, ვიდრე ძალიან პატარა ბინის ყიდვისთვის იქნებოდა საჭირო ქალაქში.
თავისი უნიკალური სახლის დატოვებას ჯო არ გეგმავს. ბოლო თვეებში ქალი სახლში ტურისტებს უშვებს და ამით დამატებითი შემოსავალსაც იღებს.