კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს 08:00 საათის ნაცვლად მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლების მიერ შემოწმდება მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირები. სამუშაოები გეგმურ ხასიათს ატარებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია საზოგადოებას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები