ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოები COVID-19-თან დაკავშირებით განცხადებას ამზადებენ

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის, ასევე, ჰოსპიტალიზაციის ფონზე, ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოები 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის შეყვანას გაუწევენ რეკომენდაციას.

ამის შესახებ ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.

„დღეს ECDC და EMA გააკეთებენ განცხადებას ,,ბუსტერ,, დოზის შეყვანის აუცილებლობაზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის”, – თქვა კომისარმა.

მისი თქმით, სააგენტოები დღეს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა მიიღონ მეორე გამაძლიერებელი დოზა, თან – რაც შეიძლება მალე,” – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ აპრილიდან ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოები რეკომენდაციას უწევდნენ ,,ბუსტერ,, დოზის შეყვანის აუცილებლობას 80 წელს გადაცილებულთათვის.

”უნდა ვიმოქმედოთ, რომ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობა ზაფხულის თვეებში”, – თქვა ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები