მოკლული ბებია-შვილიშვილის ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის გასახლებას ითხოვენ

  ახალციხის რაიონის სოფელ აფნიაში ხმაური და დაპირისპირება იყო. სოფელ გოგაშენში მოკლული ბებია-შვილიშვილის ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის გასახლებას ითხოვენ. დაკავებულის ნათესავები საცხოვრებლად გოგაშენიდან მეზობელ სოფელში გადავიდნენ, მაგრამ ადგილობრივებს ახლა მათი გასახლება ამ ტერიტორიიდანაც უნდათ. მოსახლეობამ ანთაძეების გასახლება საკუთარი ძალებით სცადა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს ახალქალაქში 4 თვის ბავშვი და მისი ბებია მოკლეს. მკვლელობა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. ის მოკლული ბავშვის დედას, რომელიც სხვა მამაკაცს გაყვა ცოლად, შურისძიებით ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები