ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას!

ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრ აბე შინძოზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას.

„ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს აბე შინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას!”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები