23-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნებისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითმა ბატალიონმა, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP-T) შენარჩუნებისა და მზადყოფნის ფაზების გავლის შემდეგ, ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა სამი ეტაპისაგან შედგებოდა და სამეთაურო საშტაბო სწავლებას (CPX), საველე სწავლებასა (FTX) და საბრძოლო სროლებს მოიცავდა (LFX). საჩვენებელ სწავლებაზე 23-ე ქვეითმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის მობრუნების, აღკვეთისა და ობიექტზე რეიდის ჩატარების ოპერაციები განახორციელა. საჩვენებელ სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავდა 23-ე ქვეითი ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორებისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დამკვირვებლების შეფასებით, 23-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნებისა და შეფასების პროგრამა წარმატებით გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები