41-ე ქვეითი ბატალიონის C ქვეითმა ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება (STX) ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე სიტუაციური სწავლება (STX) ჩაატარა, რომელიც ითვალისწინებდა ბრძოლებს დასახლებულ პუნქტში და მის მიზანს ტაქტიკური უნარ-ჩვევების დახვეწა და გაუმჯობესება წარმოადგენდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები