თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია 30 ივნისს სტამბოლში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე განხილული იქნება ანგარიშები ბელგიაში, შვედეთსა და დანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების შესახებ, ასევე, შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ ანგარიშებს ალბანეთში, ნიდერლანდებში და სერბეთში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე წარდგენილი იქნება მოხსენება გარემოსდაცვის ჭრილში ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც თანამომხსენებელია თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი.