გლდანულაში, N7–7ა კორპუსებთან სკვერი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7 – 7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი.
მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით, 330 000 ლარი არის გათვალისწინებული.