მარნეულში აივნის ჩამონგრევის დროს დაშავებული ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა
მარნეულში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა. თავდაპირველად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა – ერთი, ორსული ქალბატონი.
არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, დაშავებული ორსული ქალბატონიც გარდაიცვალა.
როგორც ,,კვირას,, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.