კანიო კრისტალესი – ყველაზე ლამაზი მდინარე მსოფლიოში

Caño Cristales (კრისტალი მდინარე), ან მდინარე ხუთი ყვავილი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, სათავეს იღებს მაკარენას ქედის სამხრეთით, კოლუმბიაში და მიედინება აღმოსავლეთით, მდინარე გუაიაბეროს შესართავამდე. Caño Cristales ხუთ ფერს მოიცავს: ყვითელს, ლურჯს, მწვანეს, შავს და წითელს. ყველა მათგანი მრავალი წყალმცენარის სასიცოცხლო აქტივობას წარმოადგენს და წელიწადის დროიდან გამომდინარე, ფერების გაჯერება სუსტდება ან ძლიერდება.

მდინარეში წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ფსკერი ღრმა წყალშიც კი ჩანს, მაგრამ არხის უნიკალური მახასიათებლების გამო, აქ თევზი არ არის. ზაფხულის განმავლობაში, მზე აშრობს მცენარეს, სახელად – Macarenia Clavijera და მდინარე მდიდარ წითელ ფერს იღებს.

ყვითელი, შავი, ფირუზისფერი და მწვანე ფერები ასევე ჩნდება სხვადასხვა წყალმცენარეების გამო. იმის გამო, რომ ფერების „ბუნტი“ ცხელ სეზონში იწყება, მდინარე ღიაა ტურისტებისთვის ივნისიდან ნოემბრამდე.

ნახე იგი ერთხელ და გჯეროდეს, რომ ბუნების შესაძლებლობები სასწაულების შექმნისთვის მართლაც უსაზღვროა.

საკმარისია Caño Cristales-ის სანაპიროზე წასვლა, რათა გაიგო, რომ უნიკალურ ადგილას ხარ. მდინარე კანო კრისტალესი ცნობილია, როგორც ყველაზე ლამაზი მდინარე მსოფლიოში. მისასვლელად თქვენ უნდა იფრინოთ თვითმფრინავით Villavicencio-დან მაკარენაში, შემდეგ აიღოთ ნავი და, ბოლოს და ბოლოს, იაროთ აქამდე გაუვლელი ბილიკებით ამ ბუნების საოცრებამდე.

კრისტალესის სიგრძე 100 კილომეტრსაც კი არ აღწევს, სიგანე კი, 20 მეტრს შეადგენს, რის გამოც მას არ შეიძლება ეწოდოს დიდი, განსაკუთრებით, ამაზონთან შედარებით. Caño Cristales არის ცისარტყელას ფოიერვერკი, რომელშიც დომინირებს წითელი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე ფერები. იისფერი, ალისფერი, ვარდისფერი და სადაც ნაკლები მზეა, მომწვანო წყალმცენარეები, სახელად – clavija macarinence – რომლებიც მხოლოდ აქ იზრდებიან, ფსკერს ფარავენ. მდინარის ირგვლივ არის Caño Cristales-ის ეროვნული პარკი.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მდინარეში წყალი იმდენად სუფთაა, რომ, პრაქტიკულად, გამოხდილია. მდინარის წყალს არ გააჩნია მარილები და მინერალები, ამიტომ სასმელად არ ვარგა. ჟანგბადით გაჯერებული წყალი და კლდოვანი ფსკერი არ შეიცავს სილას და არ მოაქვს დანალექი მასალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები