ტრაგედიად ქცეული დასვენება – მაკკანების ოჯახის საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელი რჩება
2007 წელს მაკკანების ოჯახი – დედა, მამა და სამი შვილი – პორტუგალიის ზღვის სანაპიროზე ისვენებდა. ერთ-ერთ საშინელ საღამოს მათი ბედნიერი დასვენება ჯოჯოხეთად იქცა.
მშობლები მეგობრებთან ერთად ვახშმობდნენ და პირდაპირ თავიანთ ნომერს უყურებდნენ. რესტორანსა და სასტუმროს ნომერს შორის, სადაც ბავშვებს ეძინათ, მხოლოდ 50 მეტრის მანძილი იყო. რა შეიძლება იქ მომხდარიყო? თუკი ბავშვები იტირებდნენ, მშობლები მათ ხმას მაშინვე გაიგებდნენ.
სამი წლის მადლენ მაკკანი თავისი საწოლიდან 15 წლის წინ გაუჩინარდა. გამოძიების მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან ადგილობრივი ხელისუფლება მშობლებს დაჰპირდა, რომ უმოკლეს ვადაში გამოიძიებდა დანაშაულს და გაარკვევდა, სად გაქრა მათი ქალიშვილი – ქვეყნიდან მისი გაყვანა შეუძლებელი იყო, ვინაიდან პორტუგალიის ხელისუფლებამ საზღვარზე განსაკუთრებული კონტროლი დააწესა.
100-დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, ცოცხალი უკვე აღარ იყო. მიუხედავად ამისა, კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული, აქტუალური რჩებოდა. მით უმეტეს, რომ გამოძიებას ინგლისის პრესაც შეუერთდა, რომელიც ცდილობდა, სიმართლე თავად დაედგინა.
რაღაც მომენტში ამოცანა, თითქოს, ამოხსნილი იყო: პოლიციელები ეჭვობდნენ, რომ გოგონა თავად მშობლებმა გაიტაცეს. პოლიციის ვერსიით, მშობლებმა შემთხვევით მადლენს დამამშვიდებლის კრიტიკული დოზა დაალევინეს, ხოლო შემდეგ კვალის დაფარვა გადაწყვიტეს და გოგონა მანქანის საბარგულით გაიყვანეს სასტუმროდან. მაშინ საბარგულში არსებულ ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც პოლიციელების ვერსია დაადასტურა, ხოლო შემდეგ აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზა ყალბი იყო. ახალმა კვლევებმა სრულიად უარყვეს ეს თეორია.
გერმანიის კანონის მიხედვით, ეჭვმიტანილის სახელი საიდუმლოდ უნდა რჩებოდეს, მაგრამ ბრიტანულმა მედიამ ერთხმად გამოაცხადა, რომ დამნაშავე 43 წლის კრისტიან ბრიუკნერია. ძალიან ბევრი ფაქტი მოწმობს, რომ ზუსტად ამ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა და მოტივაცია, ჩაედინა დანაშაული.
როგორც BBC-ის ჟურნალისტი, მაკკანის ოჯახის ოფიციალური წარმომადგენელი და მეგობარი კლარენს მიტჩნილი აცხადებს: ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციამ ასე აკონკრეტებდა დამნაშავეს. მათ გაარკვიეს ტელეფონის ნომერი და სატრანსპორტო საშუალებაც.
პოლიციამ მართლაც ბევრი რამის გარკვევა შეძლო. 2007 წლის მაისში კრისტიან ბრიუკნერი ცხოვრობდა და მუშაობდა პორტუგალიაში. თანაც, ძალიან სპეციფიკურ სამსახურში: ოფიციალურად, სასტუმროებში ოფიციანტად მუშაობდა, არაოფიციალურად კი, ნარკოტიკებით ვაჭრობდა და სამუშაო ადგილას ქურდობდა. გამომძიებლების თქმით, ის მაკკანის საოჯახო ბუნგალოში შევიდა, როცა მშობლები რესტორანში წავიდნენ ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვის იმედით, მაგრამ გოგონას გატაცება გადაწყვიტა.
კიდევ ერთი საეჭვო მომენტი, რომელიც კითხვებს აჩენს, არის კრიმინალის მანქანები. ცნობილია, რომ როდესაც კრისტიან ბრიუკნერი პორტუგალიაში მუშაობდა, მას ორი მანქანა გააჩნდა. ერთი მათგანი „ფოლკსვაგენი“, მეორე კი, „იაგუარი“. გოგონას გაუჩინარებიდან მეორე დღეს კრისტიან ბრიუკნერმა გადაწყვიტა, „იაგუარი“ ხელახლა დაერეგისტრირებინა სხვა ადამიანზე, რაც ძალიან საეჭვოდ გამოიყურება.
თუმცა, ყველაზე დიდი საიდუმლოს სატელეფონო ზარი წარმოადგენს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მადლენის გატაცებამდე ორი საათით ადრე ეჭვმიტანილმა მობილურზე უცნობი სატელეფონო ნომრიდან მიიღო ზარი. შემდეგ საუბარი ნახევარ საათს გაგრძელდა. ვინ დარეკა და რატომ, ვერ დაადგინეს. ასევე დაუდგენელია მისი ნომერი და ის, თუ რისი განხილვა შეეძლოთ ამ ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში – პოლიცია ამას დღესაც ვერ ხვდება.
ლონდონის პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა, მარკ კრენველმა განაცხადა, რომ ეს უცნობი პირი უნდა ყოფილიყო მთავარი მოწმე და მოუწოდა მას, გამოჩენილიყო. თუმცა, ამ მოწოდებაზე პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია. თუმცა, პოლიცია დღემდე იმედოვნებს, რომ ინფორმაციის უფრო დეტალურად შესწავლა მადლენ მაკკანის გატაცების საკითხს ნათელს მოჰფენს.