მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში კალათბურთის მოედანი მოეწყობა

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი კალათბურთის მოედანი ამჯერად, მუხიანის 4ა მიკრორაიონს შეემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, N11-13-14 კორპუსებთან სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 264 კვ. მეტრ ფართობზე სპეციალურ საფარიანი კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 100 000 ლარამდე დაიხარჯება.

სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები