ყაზბეგის გამზირზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N19 და N19ა-ს ეზოში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული სკვერი საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრი ფართობი განახლდა.
ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, LED განათების ქსელი, ტრენაჟორები, საპარკე სკამები და ორი საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და სკვერი რკინის მოაჯირებით შემოიფარგლა. პროექტის ღირებულება 345 552 ლარია. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები