ერნსტ მორო – ექიმი, რომელმაც, სტაფილოს წვნიანით, ათასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა

საუკუნე-ნახევრის წინა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ახლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა ახალშობილთა ჭარბ სიკვდილიანობას. ძალიან ბევრი ბავშვი დაიღუპა დიარეით. 1908 წელს მორომ უმარტივესი რეცეპტი შექმნა, რომლის მეშვეობითაც, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა – ეს ჩვეულებრივი სტაფილოს წვნიანი იყო.
მხოლოდ 2002 წელს გახდა გასაგები, რომ ამ წვნიანში არსებული მჟავე ოლიგოსაქარიდები, რომლებიც ორგანიზმში სტაფილოდან ხვდებიან, ხელს უშლიან ბაქტერიებს, მიემაგრონ კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ თვისებების გამო, წვნიანი დიარეასაც კურნავს, რომელიც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადმა ბაქტერიებმა გამოიწვიეს.
გარდა ამისა, ერნსტ მორომ შემოიღო ბავშვთა ბოთლების სტერილიზაცია და დაადგინა, რომ  ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, გაცილებით მეტად გამძლეები არიან ავადმყოფობისადმი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს დედის ანტისხეულები იცავს.
სწორედ მორომ გამოიგონა „მორო რძე“ ხელოვნური კვებისათვის. სწორედ მორომ აღმოაჩინა ფერმენტირებული რძის პროდუქტებში შემავალი ლაქტობაცილები და აჩვენა მათი სარგებელი. სწორედ მან აღმოაჩინა ის რეფლექსი, რომელიც ბავშვს აქვს სიცოცხლის პირველ თვეებში: თუ ბავშვის თავთან მკვეთრ ხმას გამოსცემ, მაშინ ის ჯერ ხელებს, შემდეგ კი, თითებს გაშლის, ხოლო ბოლოს ხელებს აერთებს. თუ ეს რეფლექსი არ არის, მაშინ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების საშიშროება არსებობს. მოროს რეფლექსით, უფრო სწორად, მისი არარსებობით, შეიძლება, მაგალითად, ცერებრალურ დამბლაზე ეჭვის მიტანა.
Ernst Moro. La scoperta del riflesso di startle e l'invenzione della zuppa di carote | Nurse Times
მორო  ძალიან მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა. მას არ მიუღია არავითარი პრიზი, ნობელის ნომინაციაზეც კი არ იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები