გაეროს მონაცემებით, ევროპაში 4,8 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ევროპის ქვეყნებში უკრაინიდან დაახლოებით 4,8 მილიონი ლტოლვილი იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.
UNHCR-ის მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა – 1,15 მილიონზე მეტი ადამიანი მეზობელ პოლონეთში ცხოვრობს.
მესამე ქვეყანაა გერმანია, რომელმაც 780 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. შემდეგ მოდის ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი.
როგორც ცნობილია, 1-ლი ივლისიდან პოლონეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს ვეღარ დაეხმარება.