„ირგვლივ ომია, ის მუხლებზე დგება და…“ – სიყვარულის ამბავი ბრძოლის ველიდან

ომი მხოლოდ ქალაქებსა და ადამიანების ბედს არ ანადგურებს, არამედ ხანდახან საუკეთესო გრძნობების სტიმულირებას ახდენს. ამას მოწმობს ორი სამხედროს, ალექსანდრისა და ელენას ისტორია.

რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის მეორე დღეს ალექსანდრმა ხელი სთხოვა თავის საყვარელ ადამიანს და აჩუქა ბეჭედი, რომელიც მავთულით იყო მოწნული.

ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ გამარჯვების შემდეგ იქორწინებენ.

„ჩვენ შეხვედრა ძალიან რომანტიულ ადგილზე გადავწყვიტეთ – ყოფილ საღორეში. საშას მეზობელ გალიაში ეძინა…“ 

ელენა „ზაკარპატიეს ლეგიონის“ დანაყოფის უფროსი ლეიტენანტი, დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე, წარმოშობით ჟიტომირიდანაა. ბრიგადაში 2018 წლიდან მუშაობს.

ალექსანდრი – უმცროსი სერჟანტია, სამთო თავდამსხმელი, წარმოშობით ზაკარპატიედან. მუშაობს 2017 წლიდან.

ელენა და ალექსანდრი 25 წლის არიან, უკანასკნელი თვე-ნახევარი ასე გვერდიგვერდ მსახურობენ.

ახლა მათი დანაყოფი ფრონტის ხაზის მოწინავე პოზიციებზეა და მსახურების პირობები აქ შორსაა კომფორტისგან. გარშემო ტყეა, მათი საცხოვრებელი მიწაში გაკეთებული თხრილებია, თავზე გადაფარებული პოლიეთილენითა და ტოტებით. მებრძოლები ამ „ბინებს“ ხუმრობით ვირთხების სოროებს უწოდებენ.

ბოლო დროს აქ თბილი ამინდია, მაგრამ მიწაში და ღია ცის ქვეშ ღამის გატარებისას, რბილად რომ ვთქვათ, ცივა, ხოლო  როდესაც წვიმა მოდის, სოროები წყლით ივსება.

დასალევი წყალი ახლოს არ იყო და საკვების მსგავსად, ისიც საიდანღაც უნდა მოეტანათ. სანამ მებრძოლებს საკვებს მიუტანენ, ის გზაში ცივდება.

სრულფასოვნად დაბანა აქ შეუძლებელია, ამიტომ ქალაქში წასვლა პატარა ჯგუფებად უწევთ, რათა მოწინააღმდეგის დრონებმა ვერ შენიშნონ. ამის შესაძლებლობა ხშირად არ არის, ამიტომ თავდამსხმელებს პირადი ჰიგიენის მიხედვა ხშირად სველი ხელსახოცებით უხდებათ. ასე შეიძლება კვირები გაგრძელდეს.

რუსული ჯარები იქიდან რამდენიმე კილომეტრში არიან. ბოლოს დროს ისინი ასეთი ტაქტიკით მუშაობენ: უშვებენ დროს, ადგენენ უკრაინელების პოზიციებს, შემდეგ კი, თოფებით და ტანკებით ისვრიან.

როდასაც უკრაინელი ჟურნალისტი რამდენიმე სამოქალაქო პირთან ერთად მათ პოზიციებზე მივიდა, ალექსანდრი დავალებაზე  იყო, ამიტომ საველე-საომარი სიყვარულის შესახებ მხოლოდ ელენამ მოჰყვა.

„ძალიან კარგად მახსოვს, როდის გადავწყვიტეთ მე და საშამ შეხვედრა. ეს 2019 წლის 15 ოქტომბერი იყო. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, მაგრამ სხვადასხვა დანაყოფში ვმსახურობდით, რომლებიც შემდეგ ერთ დავალებაზე გაგზავნეს. ისე მოხდა, რომ ღამის გათენება ფერმაზე მოგვიწია, ყოფილ საღორეში. ეს ძალიან რომანტიკული ისტორიაა. იმ საღორეში საშას გვერდით გალიაში ეძინა. ის, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და შეხვედრას გავაგრძელებდით, ზუსტად იქ გადაწყვიტეთ“, – იხსენებს ელენა.

როტაციის შემდეგ ელენა და საშა სხვადასხვა ადგილზე წავიდნენ, მაგრამ როგორც კი ოდნავი შანსი ექნებოდათ, ერთმანეთს ხვდებოდნენ. შემდეგ დაიწყო ომი, რომელიც მოულოდნელად მათი გრძნობების კატალიზატორი გახდა.

„23 თებერვალს ჩვენი დანაყოფები დაგეგმილ სწავლებაზე გაგზავნეს დნეპრში, ხოლო დილით 24-ში ჩვენს ქალაქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. იმავე დღეს ჩვენ აღმოსავლეთისკენ წავედით – წინა ხაზზე. საშას დანაყოფიც საბრძოლო მოქმედების ზონაში გაემგზავრა. ჩვენ პერიოდულად ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებოდით. მხოლოდ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისგან, დაახლოებით, 300 მეტრის დაშორებით ვიყავით“ , – ამბობს ელენა.

გზაში მანქანა, რომლითაც ელენა მგზავრობდა, გაფუჭდა, ამიტომ ის და რამდენიმე სამხედრო გარკვეულ სამოქმედო წერტილში გაგზავნეს, რათა სხვა ტრანსპორტში გადასულიყვნენ.

„ეს ძალიან ახლოს იყო მტერთან, რომელიც გამუდმებით გვიტევდა. ამ წერტილში შეიკრიბნენ ხელმძღვანელები და შემდეგ ბრძოლა დაიწყო“ , – იხსენებს ელენა.

მებრძოლებს ესმოდათ სროლის და აფეთქებების ხმები, მტრის ავიაციის დაცემის ხმები.

„რაციით გადმოსცემდნენ, რომ რუსები შემოტევას გეგმავენ. აქ უეცრად დავინახე გვერდით მდგომი საშა, რომელიც მე მიყურებდა. ისიც ასევე შემთხვევით აღმოჩნდა იქ“, – ამბობს ელენა.

ირგვლივ ბევრი ხალხი იყო და ყველა რაღაცით დაკავებული: ხელმძღვანელები რაციით ინფორმაციას ცვლიდნენ და ბრძანებებს გასცემდნენ, ზოგი ტექნიკის და რეზერვების შესახებ საუბრობდა.

„მე და საშა იმდენად ვიყავით ერთმანეთით შეპყრობილები, რომ თითქოს იქ ჩვენ გარდა არავინ იყო. მე დაბნეული ვიყავი, ვინაიდან პირველად აღმოვჩნდი ასეთ ვითარებში, როდესაც ნამდვილი ომია – აფეთქებები, სროლა, ავიაცია … და უცებ ვხედავ, რომ ის მუხლებზე დგება და ხელს მთხოვს! მე შემეშინდა და თან გამიხარდა. ცრემლები მდიოდა. ცხადია, ვუთხარი, რომ თანახმა ვარ“ , – იხსენებს ელენა.

„დიახ, ხანდახან მეშინოდა იმიტომ, რომ მხოლოდ სულელებს არ ეშინიათ…“

მომდევნო ორი კვირა ბრიგადამ ძალიან სასტიკი ბრძოლები გადაიტანა, რომელთა დროს იძულებულები იყვნენ ხშირად შეეცვალათ პოზიციები და უკან დაეხიათ. შემადგენლობაში იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები, მაგრამ ტყვიები შეყვარებულებს არ მოხვედრიათ.

ისინი სხვადასხვა ბატალიონში აგრძელებდნენ მსახურებას, მაგრამ როდესაც მათი დაქორწინების გადაწყვეტილების ამბავი ხელმძღვანელობამდე მივიდა, უმცროს სერჟანტს უფლება მისცეს, უფროს ლეიტენანტთან გადასულიყო. თუკი ხელმძღვანელი და ქვეშევრდომი ნათესაურ კავშირში არ იმყოფებიან, მათი ერთად მსახურება დასაშვებია (ელენა და ალექსანდრი ოფიციალურად დაქორწინებულები არ იყვნენ).

– როგორ მიიღეს საშას გადმოყვანის ამბავი სხვა მებრძოლებმა? 

–   სავსებით ნორმალურად. 

საუბრის მომენტში სროლების ხმა გაისმა – მტერმა იერიში განახორციელა. სამოქალაქო პირები ავტომატურად იხრებიან და თვალებით ეძებენ თავშესაფარს, ხოლო ელენა პოზიციასაც კი არ იცვლის და მშვიდად ამბობს: „დამშვიდდით, ეს ძალიან შორს ხდება“.

– რთულია ქალისთვის ომი? 

–  იმდენადაც, რამდენადაც კაცისთვის. აქ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ. მამაკაცები, ისევე როგორც ქალები, იბრძვიან – სამშობლოსთვის, შვილებისთვის და მშობლებისთვის. უნდათ, რომ შვილები არ მისტიროდნენ თავიანთ მშობლებს და მშვიდად შეეძლოთ ბაღსა და სკოლაში სიარული – არა პოლონეთში, არა გერმანიაში, არამედ უკრაინაში. დიახ, ხანდახან მეშინია, ვინაიდან არ ეშინიათ მხოლოდ სულელებს. შიში სავსებით ნორმალური რეაქციაა ჩვენს პირობებში. მე ჩემს მებრძოლებსაც ასე ვეუბნები – ნუ გეშინიათ შიშის. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ, გადაიტანოთ შიში საჭირო დინებაში და არა პანიკაში. ხშირად ვითარებას სიცილით განვმუხტავთ ხოლმე. სიცილი სძლევს შიშს, სირთულეებს და ყველაფერს. 

ელენამ თავისი ნიშნობის ბეჭდის საჩვენებლად თავის მიწის „ბინაში“ წავიდა, ხოლო შენობიდან ალექსანდრი დაბრუნდა რომელსაც ჟურნალისტმა რამდენიმე კითხვა დაუსვა:

 აქ პერიოდულად საჭირო ხდება მძიმე სამუშაოს ჩატარება, მაგალითად ტრანშეას გათხრა. ელენა თავად აკეთებს ამას თუ თქვენ ეხმარებით? 

– ელენამ რამე უნდა გათხაროს? არა, რას ამბობთ! ის ხელმძღვანელია, მას სხვა სამუშაო აქვს, დანარჩენს მე და სხვა ხალხი თავად ვაკეთებთ

– და ის, რომ თქვენ ქვეშევრდომი ხართ, რამენაირად მოქმედებს ურთიერთობაზე? 

–  არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ დანაყოფში ვართ, არ მოქმედებს. არ ხდება ისე, რომ ელენა მაჩვენებდეს, რომ ის ხელმძღვანელია და მე – ქვეშევრდომი. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ გაგვიმართლა და ერთად ვართ. ხელმძღვანელობს ესმის, რომ ომის დროს სხვადასხვა დანაყოფებში მყოფი, ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთზე ღელავს და ნაკლებად კონცენტრირდება მსახურებაზე. ეს მხოლოდ ხელს უშლის სამხედრო დავალებების შესრულებას.

– როდის გადაწყვიტეთ ელენასთვის ხელის თხოვნა?

– პრინციპული გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მქონდა მიღებული, მაგრამ როდესაც დაიწყო ომი, მე მიხვდი, რომ მეტის გადაწევა აღარ შეიძლებოდა. ამიტომ, როდესაც შემთხვევით შევხვდით იმ შენობაში, მე მიხვდი, რომ დრო დადგა. ბეჭედი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა მოწნული. რაღაც მავთული ვიპოვე და უცებ გავაკეთე…

სამომავლო ქორწინებაზე ორივე შეყვარებულის მშობლებმა უკვე იციან. ელენას მამა დაჰპირდა, რომ ტახსაც დაკლავს, რათა ქორწილი ისე აღინიშნოს, როგორც საჭიროა.

– ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც წესი და რიგია – მოვიწვევთ ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს. შემდეგ კი სოფელში ვიზეიმებთ. მაშინვე, გამარჯვების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები