ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის. ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“არსებული პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან. მადლობას ვუხდი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის. საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
Held productive talks w/the president of JICA, Dr. TANAKA Akihiko on prospects of expanding the scope of 🇬🇪-JICA partnership. Grateful for JICA’s supportive projects in 🇬🇪. W/stable & favourable business environment 🇬🇪 offers new market opportunities for Japan in the region. pic.twitter.com/JPg7nrgRdu
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 23, 2022