სამტრედიაში მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული დაიწყო

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ეგიდით, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს სამტრედიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ათეულობით ვიზიტორს და საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა.

„ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აკაკი შანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შთამბეჭდავი ისტორიები გააცოცხლეს.

ღონისძიებას მერის მოადგილე, გია მეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი სახის ღონისძიებების გამართვა18 მაისს, დიდ ჯიხაიშში  სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საჯარო ლექციით თემაზე „საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები“ ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო ურთიერთობების ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტი გიგა ჩალიგავა და თანაწამყვანი გიორგი ცაგარეიშვილი, ლექციის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და ნიკო ნიკოლაძის თემის ირგვლივ გაიმართება კონკურსი კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც ჩართული იქნებიან სამტრედიის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები