დავით სერგეენკო USAID-ის საქართველოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის საქართველოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს.

„სტუმრები დაინტერესდნენ, თუ რას საქმიანობს საქართველოს პარლამენტი ბავშვთა უფლებების იმპლემენტაციის კუთხით.

გავაცანით ჩვენი სამუშაო გეგმა და შევჯერდით მომავალ თანამშრომლობასა და მათი მხრიდან მხარდაჭერის კონკრეტულ პროექტებზე. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა, ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოსა და USAID-ს შორის, კვლავაც ნაყოფიერი და წარმატებული იქნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები