მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეხმაურება და ორგანიზაციის ყველა წევრს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
როგორც კულება აცხადებს, რუსი სამხედრო დამნაშავეების მოგზაურობის ერთადერთი მიმართულება ჰააგა უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ქვეყნის მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.